თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში სასტუმრო-რესტორანი„Elite” გაიხსნა
17 აგვ 2018
 

  17 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის მიმდებარედ სასტუმრო-რესტორანი „Elite” გაიხსნა.

„Elite” მომხმარებელს სთავაზობს დასვენების სრულ პაკეტს: კომფორტულ სასტუმროს რომელიც ამ ეტაპზე 8 მომხმარებელზეა გათვლილი, რესტორანს რომელიც 250-მდე სტუმარს მოემსახურება, ბავშვთა გასართობ მოედანს, აუზს, ტბას. ობიექტზე დასაქმებულია 7 ადამიანი. მდინარე ალგეთის სიახლოვეს, ბუნებაში გაშენებულ კომპლექსში, რომელიც ულამაზესი კლდეებითაა გარშემორტყმული, შესაძლებელია დაბადების დღეების, ქორწილების და სხვადასხვა დღესასწაულების დაგეგმვა. გახსნის ცერემონიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა, იდეის ავტორია თეა ზავაცკა

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5898
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1696
ივლ 02 ოთხ 2025
4024
ივნ 27 პარ 2025
3937
აგვ 12 სამ 2025
4232
ივლ 01 ორშ 2024
6864
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1696