თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობა 2018
12 აგვ 2018
 

   2018 წლის 12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მეტრეველი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის უფროს ლეიტენანტს ალუდა ჩიქოვანსა და კაპრალ რევაზ ყოლბაიას უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

2018 წელსაც დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნა. დღე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5678
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6757
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები