თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურსი შეხვეტილას თემის სოფლებს შორის
04 აგვ 2018
 

  3 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხოტში კონკურსი შეხვეტილას თემის სოფლებს შორის „სოციალური პროექტების შედგენა“ გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო შეხვეტილას თემის 9 სოფელმა. ჟიურიმ აღნიშნული კონკურსის მონაწილე სოფლებიდან გამოვლინდა 5 გამარჯვებული სოფელი:
არხოტი: „სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია/გაკეთება“ - 4000 ევრო
ჯვრისხევი: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათიბელას შეძენა“ – 3500ევრო
ქვემო ჭინჭრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ – 3400ევრო
დიდი ნამტვრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“- 2100 ევრო
კოდისწყარო „სატვირთო მანქანისთვის ნაწილების შეძენა“ – 2000 ევრო
ღონისძიება „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“-ს (SPPA-საქართველო) პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის დახმარებით განხორციელდა.
პროგრამის ეფექტური მართვისთვის შეიქმნა მრჩეველთა რეგიონული საბჭო -ალგეთი, რომლის შემადგენლობაში შედიან: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 
SPPA-
საქართველო წარმოადგენს 5 წლიან პროგრამას (2014-2019), რომელიც დაფინანსებულია KFW განვითარების ბანკის მიერ და რომლის მიზანია ოთხი დაცული ტერიტორიის - ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის განვითარებისა და მიმდებარე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5765
 
 
დატოვეთ კომენტარი (1)
 
 
მზია ქარქუზაშვილი
აგვ 23 ხუთ 2018
14:00
შეხვედრა შედგა თანხაც გამოიყო სოფ. არხოტისთვის.თანხის ათვისებაც მოხდა ეს თანხა გაიყვეს ოთხმა ოჯახმა და დამთავრდა ამით.მანგლისიდან არხოტისკენ მომავალი გზა ალბათ ძალიან შემაწუხებელი იყო თითოეული თქვენგანისთვის იქნებ იმ გზის გრეიდერით გადახვეტა სჯობდა.თქვენთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტო თანხის გამოყოფა წარმოადგენს.იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ გზის გაწმენდაში.ასე მგონია მარტო მე მაწუხებს ასეთ საშინელ გზაზე მგზავრობა.სოფ.არხოტის წარმომადგენელი ვარ პირადად მეც.
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები