თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში“
03 აგვ 2018
 

  ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“ ქ. თეთრიწყაროში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს და წარმოადგენს ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრებისათვის ერთადერთ სივრცეს, სადაც შესაძლებელია იდეების და ხედვების გაზიარება, ერთობლივი სამოქმედო გეგმების დასახვა. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისათვის“ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოპოვებული გრანტით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა, ეზო, 2 ოთახი შეხვედრებისათვის და სველი წერტილები.
აღნიშნული პროექტის გაცნობის მიზნით, 1 აგვისტოს ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თემის განვითრების პროგრამის გრანტების მენეჯერი ანი ნადირაშვილი და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ლუსინე დოსტიბეგიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს მალხაზ სამაშვილს შეხვდნენ.

ააიპ „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრს“ ფუნქციონირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა. სამომავლოდ იგეგმება ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5444
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები