თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ.
ადგილობრივი მეწარმე ალექსანდრე ჭიჭინაძე 1881 წელს გემანელების მიერ აშენებულ საოჯახო მარანში, „ასურეთული შალას“ ნახევრად მშრალ, მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს აწარმოებს. მეწარმის სამომავლო გეგმებში შედის არსებული წარმოების გაფართოება და სადეგუსტაციო-სადემონსტრაციო სივრცის მოწყობაც, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ სოფელ ასურეთში მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, გასინჯონ ასურეთული შავის, იგივე შალას ჭაშნიკი და გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.
საკუთარ ვენახში მოყვანილი შალას ჯიშის ყურძნიდან აწარმოებს ღვინოს ადგილობრივი მეწარმე მამუკა ლაშხი, ეტიკეტზე დატანილი წარწერა „ელიზაბეტთალი“ კი ადგილწარმოშობაზე და ასურეთში ღვინის წარმოების ტრადიციებზე მიუთითებს. ღვინოზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მეწარმეს დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა და არსებული ვენახის გაშენება-გაფართოება.
როგორც ადგილობრივი მეწარმეები აღნიშნავენ, ასურეთში არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობები, აქ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია კი ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, ამასთანავე გაიზრდება მეწარმეთა ინტერესი ტრადიციული მევენახეობის დარგის აღორძინების მიმართულებით.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში. ადგილობრივი მეწარმეები ჩართულნი არიან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშიც და სამომავლო 2 წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა ჩამოყალიბდება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მათი ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს და მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარების საჭიროებების შესახებ.
ადგილობრივი მეწარმე ალექსანდრე ჭიჭინაძე 1881 წელს გემანელების მიერ აშენებულ საოჯახო მარანში, „ასურეთული შალას“ ნახევრად მშრალ, მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოს აწარმოებს. მეწარმის სამომავლო გეგმებში შედის არსებული წარმოების გაფართოება და სადეგუსტაციო-სადემონსტრაციო სივრცის მოწყობაც, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ სოფელ ასურეთში მყუდრო და სასიამოვნო გარემოში, გასინჯონ ასურეთული შავის, იგივე შალას ჭაშნიკი და გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს.
საკუთარ ვენახში მოყვანილი შალას ჯიშის ყურძნიდან აწარმოებს ღვინოს ადგილობრივი მეწარმე მამუკა ლაშხი, ეტიკეტზე დატანილი წარწერა „ელიზაბეტთალი“ კი ადგილწარმოშობაზე და ასურეთში ღვინის წარმოების ტრადიციებზე მიუთითებს. ღვინოზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივ მეწარმეს დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა და არსებული ვენახის გაშენება-გაფართოება.
როგორც ადგილობრივი მეწარმეები აღნიშნავენ, ასურეთში არსებობს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობები, აქ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია კი ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას და ექსპორტზე გატანას, ამასთანავე გაიზრდება მეწარმეთა ინტერესი ტრადიციული მევენახეობის დარგის აღორძინების მიმართულებით.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში. ადგილობრივი მეწარმეები ჩართულნი არიან სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშიც და სამომავლო 2 წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა ჩამოყალიბდება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მათი ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით.