თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
24 ივლ 2018
 

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის - ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, 24 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. 
„
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი, წინწყაროს სათემო ფონდის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5179
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები