თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
24 ივლ 2018
 

პროექტისსამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაფარგლებში, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის - ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, 24 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები და იმსჯელეს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივაპროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი, წინწყაროს სათემო ფონდის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4817
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4047
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1714