თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ადგილობრივ მეწარმესთან
24 ივლ 2018
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის, გრძელდება აქტიური საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან
მერიის წარმომადგენლები სოფელ წინწყაროში ადგილზე გაეცნენ რძის პროდუქტების საწარმოო პროცესს და ადგილობრივი მეწარმისგან - მერაბ ძირკვაძისაგან, მოისმინეს ინფორმაცია ბიზნესის განვითარებისათვის არსებული საჭიროებების შესახებ
კოოპერატივი შპსწინწყარო +“ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ნატურალური რძის პროდუქტებს აწარმოებს. წარმოებული იმერული ყველის, სულგუნის და ყველის სხვა სახეობების, აგრეთვე ნადუღის რეალიზება თბილისში არსებულ დიდ სუპერმარკეტებში ხორციელდება. საწარმო არსებული შესაძლებლობებით დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დაახლოებით 10 ტონა რძის გადამუშავებას. მცირე საწარმოში დასაქმებულია 8 ადგილობრივი
სურსათის უვნებლობის HACCP სისტემის დასანერგად, მეწარმე აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. დაგეგმილი აქვს წარმოების გაფართოებაც, რაც ადგილზე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებამერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ინიციატივას 2018 წლიდან შეუერთდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP) ეკონომიკური განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4947
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1712
ივლ 02 ოთხ 2025
4043
ივნ 27 პარ 2025
3952
აგვ 12 სამ 2025
4249
ივლ 01 ორშ 2024
6885
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    იან 00
    1712