თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
05 ივლ 2018
 

  5 ივლისს დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი განიხილეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, არასამათავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, მცირე მეწარმეების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულყოფილად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესებს და განვითარების სასურველ მიმართულებებს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი ითვალისწინებს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარეებთან. მოსახლეობამ სპეციალური კითხვარის საშუალებით წარმოადგინა საკუთარი ხედვები და მოსაზრებები მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ.

მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებშიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4764
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები