თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ლიტვის განვითარების ჯგუფის ქსელის წევრების ვიზიტი
28 ივნ 2018
 

  ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის“ წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ლიტველი სტუმრები ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის წესს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, ამასთანავე თვითმმართველობის წარმომადგენლებს ლიტვური LAG-ების და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის გამოცდილებები გაუზიარეს.

შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

აღსანიშნავია რომ 2017 წლის აგვისტოში, ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომაზე დაყრდნობით თეთრიწყაროში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტშიც მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფებს სტუმრობდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5199
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6757
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები