თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
24 მაი 2018
 

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს თემის მდგრადი განვითარების შესაძებლობების შექმნას ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.

პროექტის ფარგლებში, 24 მაისს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” -ს წარმომადგენლებმა და სოფლების: გოლთეთისა და დიდი თონეთის საინიციატივო ჯგუფების წევრებმა განიხილეს აღნიშნულ დასახლებებში არსებული პრობლემები და საჭიროებები. სამიზნედ შერჩეულ სოფლებში პირველ ეტაპზე, თემის მიერ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა ადგილობრივი პრობლემის გამოვლენა და ანალიზი, შემდგომ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდება პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავება და შერჩეული პრობლემების მოგვარების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება სამიზნე თემის, კავკასიური ინსტიტუტის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით.

პროექტი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში ხორციელდება, პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შერჩეულ იქნა 2 სამიზნე სოფელი: გოლთეთი და დიდ თონეთი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”-ს წარმომადგენლები: თიკო ტყეშელაშვილი, ირმა ზურაბაშვილი, მერაბ ცინდელიანი და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5486
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6757
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები