თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სასმელი წყლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განიხილეს
02 მაი 2018
 

  2 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციის CENN პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლებმა მარიკო წიქარიძემ და ვახო ქოჩორაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტების მიზნები და განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთსა და სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, WASH ტექნიკური შეფასების ანგარიში.

   შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა ორივე სოფელში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრიორიტეტული საჭიროებები და თანამონაწილეობრივი მიდგომის გზით, ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

  პროექტის მიზანია, სასმელ წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით, სოციალურად დაუცველი, მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული და ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელები, ორგანიზაცია RDFG-ის წარმომადგენლები ააიპ „თეთრიწყარო წყალი“, ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, ააიპ „სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს დირექტორები, გოლთეთის და წინწყაროს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5427
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3043
იან 00
3759
ივლ 02 ოთხ 2025
6237
ივნ 27 პარ 2025
6059
აგვ 12 სამ 2025
6672
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები