თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კალიგრაფიის კონკურსის დასკვნითი ტური თეთრიწყაროში გაიმართება
01 მაი 2018
 

  1 მაისს ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში, ჩატარდა დასკვნითი ტურის წინა საინფორმაციო შეხვედრა/მასტერკლასი. კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ კონკურსის დასკვნით ეტაპზე, რომელიც ქ.თეთრიწყაროში გაიმართება, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე.

   პროექტის მიზანია, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება;

  კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით. სამივე საკონკურსო ჯგუფიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილებზე გასული კონკურსანტები. პროექტის ორგანიზატორია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და რუსთავის სკოლა „ლაზარე“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5634
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3043
იან 00
3759
ივლ 02 ოთხ 2025
6237
ივნ 27 პარ 2025
6059
აგვ 12 სამ 2025
6672
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები