25 აპრილს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, თეთრიწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან გოდერძი ჩანქსელიანთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ქორიძესთან ერთად, თეთრიწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ჯიპის ტიპის სპეცმანქანა გადასცა, რომელიც დაბა მანგლისში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.
ავტომობილი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი და სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.