თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
12 აპრ 2018
 

  12 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა ოქროპირიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ქორიძეს და მერის მოადგილეებს ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. 

  პროექტის მოქმედების ადგილმდებარეობაა:საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონი ( ასურეთი და სხვა მნიშვნელოვანი გერმანული დასახლებები); აზერბაიჯანის მხარეს - განჯა-გაზახის რეგიონი. პროგრამის მთავარი აქტივობებია: საზღვრის ორივე მხარეს თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სფეროში ტურიზმთან დაკავშირებით; საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდა; ტურისტული ბიუროების, ოპერატორების, საინფორმაციო ცენტრების, გიდების და სასტუმროების ქსელების და ასოციაციების შექმნა; განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნა ; რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანში; მეზობელი რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარება; განათლებასა და კულტურაში ახალგაზრდებს შორის ერთობლივი აქტივობები; ერთობლივი ინიციატივები ახალგაზრდების დასაქმების გაზრდის მიზნით, მათ შორის პროფესიული მომზადების ჩათვლით; ახალგაზრდების ტრენინგი ტურიზმის უნარ-ჩვევებში და შესაძლებლობებში შემდგომში ბიზნეს ტრენინგში ჩართვის პერსპექტივით; მულტი- კულტურული მრავალფეროვნების მემკვიდრეობის და ტოლერანტობის ხელშეწყობა; 

  პროექტის განხორციელების პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 3 საპილოტე ტური. პროექტის ფარგლებში შემუშავებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტი საქართველოში შევა საუნივერსიტეტო პროგრამაში.

 პროექტის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია გიდებისა და სამეწარმეო ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა მიღება. 

 პროგრამის ლიდერი პარტნიორია -კოდის სათემო განათლების ცენტრი.თანააპლიკანტი -აზერბაიჯანის მხრიდან განჯის ქალთა ცენტრი. პროექტის სამიზნე ჯგუფი და ბენეფიციარები არიან: ბიზნესი, მეწარმეები, ტრანსპორტი , გიდები, სააგენტოები, მედია და ჟურნალისტები; ახალგაზრდები; ქართველი და აზერბაიჯანელი, გერმანელი და სხვა საერთაშორისო ტურისტები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4517
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1399
იან 14 კვ 2024
1928
იან 07 შბ 2023
4256
ოქტ 24 ორშ 2022
3706
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები