თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მოადგილეები ბერდია ხვისტანი და ლია ზურებიანი მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ქალბატონებს შეხვდნენ და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს.
ხელმძღვანელმა პირებმა ყვავილების თაიგული და სასაჩუქრე კალათები გადასცეს სოფელ თონეთში მცხოვრებ ვერა მგელაძეს, სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრებ ქალია შიხიაშვილს, სოფელ შიხილოში მცხოვრებ ნაზდი გასანოვს და სამღერეთში მცხოვრებ თუთიკ ჩილინგარიანს.