28 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ, ერთობლივად განიხილეს მერიის მიერ შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის პირველადი სამუშაო დოკუმენტი და იმსჯელეს თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა არჩევნების წესით დაკომპლექტდა, წევრობის თითოულ მსურველს საშუალება ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერით საბჭოში წარედგინა საკუთარი კანდიდატურა კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები აგრეთვე, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტები და ა. შ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობას.
#მრჩეველთასაბჭო
#მოქალაქეთაჩართულობა
#თეთრიწყარო
სიახლეები
შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან
28 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3968
სიახლეები
იან 00
448
იან 00
830
იან 00
1191
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















































