თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე
06 თებ 2018
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ წარმომადგენლებმა  და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა:  მალხაზ სამაშვილმა და ლია ზურებიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის გაზრდის და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

  მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ადამიანის უფლებათა დაცვის, გადაწყვეტილების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მიმართული საქმიანობების მხარდაჭერის თაობაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3189
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1399
იან 14 კვ 2024
1928
იან 07 შბ 2023
4256
ოქტ 24 ორშ 2022
3706
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები