თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და ფონდის „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ წარმომადგენლებმა, 15 იანვარს მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.
2018 წლიდან ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გეგმავს პროექტის „ ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის“ განხორციელებას, რომლის მიზანია თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით. პროექტის ფარგლებში სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით ერთობლივად შერჩეულ ორ სოფელში განხორციელდება: თემის მიერ საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა და ანალიზი, საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავება და შერჩეული პრობლემების მოგვარება სამიზნე თემის, კავკასიური ინსტიტუტის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით.
გიორგი ქორიძემ პროექტის განხორციელების პროცესში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ყურადღება გაამახვლა თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორადნუმიც, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ ვალდებულებებს და მხარეთა პასუხისმგებლობებს დაგეგმილი საქმიანობების ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და სოფლის მეურეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვალერიან სუხიტაშვილი.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სათემო ინიციატივები განხორციელდება
17 იან 2018
მნახველთა რაოდენობა: 4497
სიახლეები
იან 00
445
იან 00
827
იან 00
1188
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































