თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „აქტიური ცხოვრებისათვის“
30 მაი 2016
 

27 მაისს ქ. თბილისში ევროპის სახლში პროექტის „აქტიური ცხოვრებისათვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის მიერ კოდის სათემო განათლების ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმული ადამიანებითვის გარკვეული საზოგადოებრივ-სოციალური სივრცის შექმნა, სადაც ბენეფიციარებს საშუალება ექნებოდათ მოეხდინათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, გაეზიარებინათ გამოცდილებები და ახალგაზრდული ჯგუფების დახმარებით მოეწყოთ სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობები, დაუფლებოდნენ კომპიუტერის ცოდნას და სხვადასხვა პროფესიულ კურსებს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, DVV internacional-ის რეგიონული დირექტორი მატიას კლინგენბერგი, DVV internacional საქართველოს დირექტორი ლალი სანთელაძე, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში სტეპენ შტორკი, პროექტის მენეჯერი ქეთი ელიზბარაშვილი, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პროექტის ბენეფიციარები. გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა კოდის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქალბატონი მადონა ოქროპირიძის დამსახურება და წვლილი ცენტრის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. პროექტის ბენეფიციარებმა ისაუბრეს იმ სასიკეთო ცვლილებებზე, რომელიც პროექტის შეგეგად მიიღო თითოეულმა მათგანმა და სურვილი გამოთქვეს პროექტის შემდგომი გაგრძელების.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4353
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3546
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები