თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. 18 ივლისს გამგებელი ქალაქ თეთრიწყაროში ე.წ. ვარხუნოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა, პირადად მოისმინა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ და ადგილზე გაეცნო აღნიშნულ დასახლებაში შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
მოსახლეობა ერთ ერთ პრიორიტეტულ საკითხად გზის მოწესრიგებასთან ერთად, დასახლებაში არსებული წყაროს აღდგენას ასახელებს. ერეკლე კუხიანიძე მოსახლეობას დასახელებული პრობლემის მოგვარებას დაპირდა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სიახლეები
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
24 ივლ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4489
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1273




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































