24 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ, სოფელ ქოსალარის მოსახლეობას წმინდა რამაზანის თვე და დამდეგი რამაზან ბაირამი მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. სიტყვით გამოსვლისას ერეკლე კუხიანიძემ აღნიშნა:“ მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ მოკლე დროში შევძელით თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, რომელიც აქამდე ძალიან მწვავედ იდგა ეს ყოველივე საწინდარია მომავალში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისა, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობისა და წარმატებისა.
↘↘ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერი ჰაჯი იასინ ალიევი და სოფელ ქოსალარის ადგილობრივი მოსახლეობა.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































