თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე ქალაქ თეთრიწყაროს ტოლსტოის, აღმაშენებლის,გურამიშვილის, რუსთაველის, თუმანიანის, კრწანისისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ერეკლე კუხიანიძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და ამომწურავი პასუხები გასცა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის მრჩეველთა საბჭოს გადახალისების შესახებ და აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს თვითონ წარუდგინოს მოსახლეობამ. ერეკლე კუხიანიძემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
#ქალაქითეთრიწყარო
#მოსახლეობასთანშეხვედრები
სიახლეები
შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ქალაქ თეთრიწყაროში
26 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4243
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1273




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































