19 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სოფელ ქოსალარისა და წინწყაროს მოსახლეობას შეხვდა. ამ ეტაპზე მოსახლეობის ძირითად პრობლემას სოფლების შიდა გზები წარმოადგენს. ერეკლე კუხიანიძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და ამომწურავი პასუხები გასცა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის მრჩეველთა საბჭოს გადახალისების შესახებ და აღნიშნა, რომ საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს თვითონ წარუდგინოს მოსახლეობამ. ერეკლე კუხიანიძემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს პრიორიტეტების დასახვის პროცესში მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული და თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ თვითონ მართავს თავის რაიონს და იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში“.
სიახლეები
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
850
სექ 04 ოთხ 2024
271
სექ 02 ორშ 2024
967
აგვ 06 სამ 2024
1218
აგვ 02 პარ 2024
1086