14 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სოფელ ხაიშის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დასახელდა თემში არსებული ძირითადი პრობლემები. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით.საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს მოსახლეობამ არჩევნების შედეგად წარმოუდგინოს. მოსახლეობამ დაინტერესება გამოხატა და მხარი დაუჭირა გამგებლის ინიციატივას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმირების ახალი წესის შესახებ.
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
832
ივლ 06 ორშ 2026
1700
ივლ 03 პარ 2026
1647
ივლ 02 ხუთ 2026
1893
ივლ 03 პარ 2026
1701
მაი 26 სამ 2026
2019
ივნ 11 ხუთ 2026
2029




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































