8 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ სოფელ შიხილოს, სამღერეთის და გოლთეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახელდა პრობლემები, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა პრობლემების გადაჭრის გზებზე და პრიორიტეტებზე. ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ, საბჭოში შემავალი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წამომადგენლები გამგებელს მოსახლეობამ არჩევნების შედეგად თვითონ უნდა წარმოუდგინოს. ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას.
სიახლეები
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
850
სექ 04 ოთხ 2024
271
სექ 02 ორშ 2024
967
აგვ 06 სამ 2024
1218
აგვ 02 პარ 2024
1086