7 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ ქალაქ თეთრიწყაროს №1 და №2 საჯარო სკოლების პედაგოგებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ერეკლე კუხიანიძემ მასწავლებლებს მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პედაგოგებს მეტი აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
სიახლეები
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1271




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































