29 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი,ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები. შეხვედრა გაცნობთი ხასიათის იყო, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
გრიგოლ ნემსაძე ადგილზე გაეცნო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს. ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანია „დაგი“ სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 3 957 000 (სამი მილიონ ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ათას) ლარს.