თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 14 790 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ითვალისწინებს 25 კმ მაგისტრალური არხის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის, ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემის აღდგენას, მაგისტრალური არხის „ხაიშის“ და „მარაბდის“ მასივებზე წყალგამყვანი მილსადენების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი,ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, კოდის იგპ დასახლება, მარაბდა, ქოთიში, ხაიშში არსებულ წყალგამყვან მილსადენებზე. პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, ხოლო ამის შემდგომ დაიწყება მეორე ეტაპის განხორციელება, რაც დასახლებებში დაქსელვითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 8 300 ჰა-ზე. ამასთანავე, გეგმის პროექტის მიხედვით დაგეგმილია: ალგეთი-ტბისი-კუმისის სამოქმედო არეალში, სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლების საკარმიდამო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის მიზნით, გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება, რის შედეგად მოხდება 12 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების წყალუზრუნველყოფა.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
28 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4796
სიახლეები
იან 00
0
სექ 20 პარ 2024
850
სექ 04 ოთხ 2024
272
სექ 02 ორშ 2024
967
აგვ 06 სამ 2024
1218