2017 წლის 20 მარტს, ქ.თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონი“-ს რეგიონული გასვლითი თამაშის „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლის 75 მოსწავლე. კონკურში გამოვლინდა გამარჯვებული„ თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ სოფელ კოდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ყულიაშვილი, რომელიც შემდგომ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი ჩატარდა მედიაპროექტ „ეტალონის“ ჯგუფის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გულნაზი აფციაური, პედაგოგები და მოსწავლეები, ხოლო შეხვედრას უძღვებოდა მედიაპროექტ „ეტალონი“-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი. თეთრიწყაროს თვითმმართველობა ულოცავს მარიამ ყულიაშვილს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას პროექტის შემდგომ ეტაპზე.
სიახლეები
იან 00
445
იან 00
827
იან 00
1188
აპრ 16 ხუთ 2026
1375
იან 00
1728
თებ 26 ხუთ 2026
2004
მარ 16 ორშ 2026
2239
იან 00
2068




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































