დაბა მანგლისში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია თამარ მეფის, სტალინისა და დემეტრაშვილის ქუჩებზე კანალიზაციის ქსელის მონტაჟი, კოლექტორების და „BIOTAL”-ის გამწმებდი ნაგებობების მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ჩამდინარე წყლების სრულ ბიოლოგიურ გაწმენდას. აღსანიშნავია, რომ დასახლების ერთ-ერთ პრიორიტეტს კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენდა, ვინაიდან დაბა მანგლისში ორგანიზებული კანალიზაციის ქსელი არ არსებობდა. პროექტის განხორციელების შედეგად ისარგებლებს დაბა მანგლისში მცხოვრები 1000 ოჯახი და დამსვენებლები. როგორც ცნობილია დაბა მანგლისი რეკრეაციულ ზონას განეკუთვნება. საკურორტო სეზონის გახსნიდან დახურვამდე არსებული სტატისტიკური მონაცემებით მანგლისს ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დაბა მანგლისის როგორც კურორტის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ღირებულება - 1 250 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 187 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი - 62 500 ლარი განხორციელების ვადები: 30.12.2016 – 18.07.2017 კონტრაქტორი კომპანია: შპს „ფუძე“
სიახლეები
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
831
ივლ 06 ორშ 2026
1700
ივლ 03 პარ 2026
1646
ივლ 02 ხუთ 2026
1892
ივლ 03 პარ 2026
1700
მაი 26 სამ 2026
2019
ივნ 11 ხუთ 2026
2029




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































