1 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს „იუმორინას“ მსახიობები ვახტანგ ტატიშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ბესო ბერულაშვილი ხვიჩა მაღლაკელიძე, ზურა ვადაჭკორია, ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური ეწვია. მსახიობები მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ორსაათიანი პროგრამით წარსდგენენ.
ღონისძიებას კოდასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით რაიონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაც დაესწრო. „იუმორინა“ გასვლით კონცერტებს რაიონებში და სოფლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მართავს.