თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის პრეზენტაცია
04 ივნ 2014
 

4 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა“-ს ფარგლებში შეხვედრა  და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროს ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი ქსელის შექმნა. შეხვედრაზე  „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემაზე „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ.“ ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნე ის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან. რეკომენდაციები, სკოლამდელი ასაკის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წარუდგენა.
შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა მშობლები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია, ააიპ  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს დირექტორი, სათემო ფონდი „კოდორი-2013 “ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3651
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები