თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედამიწის დღე
22 აპრ 2015
 

22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად.
საქართველოში „დედამიწის დღე“ პირველად 1990 წელს აღინიშნა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ და ამ დღის ფარგლებში არაერთ გარემოსდაცვით კამპანიას ატარებს.
წელს, ეს დღე 45-დ აღინიშნება და მის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობაა დაგეგმილი.გამონაკლისს არც მიმდინარე წელი წარმოადგენს. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, აქცია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში  და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ,,არ დაყარო ნაგავი, იზრუნე გარემოზე!“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჩაატარონ ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო  აღნიშნულ კამპანიაში, შ.პ.ს. ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურ“-მა დაასუფთავა თეთრიწყაროს სამების ტყის მიმდებარე ტერიტორია, მანგლისის როშა და სოფ. მარაბდის მიმდებარე ტერიტორია (ომში დაღუპულთა მემორიალი).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4680
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები