თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კომპლექსური ექსპედიცია თეთრიწყაროში
23 აპრ 2015
 

2015 წლის 23 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ ბესიკ წიკლაურის და კომპანია GMM-ის დამფუძნებლის ბატონი ვახტანგ გაგნიძის  ხელშეწყობით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრწყაროს მუნიციპალიტეტს.

ათდღიანი ექსპედიცია კომპლექსურია და მოიცავს ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური სიმღერა-გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება, ასევე ეთნოგრაფია-ეთნოლოგიას. 
ექსპედიციის შემადგენლობა: ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი - ეთერ თათარაიძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი); ქორეგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი -  უჩა დვალიშვილი; არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორი, ეთნომუსიკოლოგი - თეონა რუხაძე; მოწვეული სპეციალისტები: ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი, ეთნოლოგები - ნანული აზიკური და თეონა კვანჭილაძე; ოპერატორი და ფოტორეპორტიორი ნიკოლოზ გოგაშვილი, მძღოლი - ნიკოლოზ ირემაშვილი.
თეთრიწყარო (ისტორიული თრიალეთი) თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ეთნიკური შემადგენლობით, ისტორიითა და ტრადიციებით ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო მხარეა საქართველოში. თანაც, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში აქ, მცირე ლოკალური ექსპედიციების გარდა, კომპლექსური კვლევა-ძიება და დაფიქსირება არ მომხდარა -  არც ფოლკლორულად და არც ეთნოგრაფიულად. ამდენად, კომპლექსური ექსპედიცია  საშური და გადაუდებელი საქმეა.
ექსპედიციის მიზანია: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის განხორციელება - საქართველოს რეგიონების, მხარეების, კუთხეების, ფოლკლურად შესწავლა, ჩაწერა, ცენტრის ბაზაში განთავსება და გამოცემა. ნაკლებშესწავლილი ფოლკლორული და ეთნოგრაფიული კუთხეების კვლევა და პოპულარიზაცია, ფოლკლორის ცენტრის არქივისა და ბაზის გამდიდრება. ფოლკლორის ყველა დარგის თანაბრად შესწავლა და კვლევა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაში არსებული სრულყოფილი სურათის წარმოჩენა. ეთნოფორთა, მთქმელთა, გადმომცემთა, ოსტატთა, შემსრულებელთა წახალისება, მათთვის იმის შეგრძნება რომ ისინი საჭირონი არიან, მათი ღვაწლი და შემოქმედება უმნიშვნელოვანესია.  ექსპედიცია წინაპირობა და წინასწარი დათვალიერებაა 2015-2016 წლების ფოლკლორის ფესტივალისათვის.  ექსპედიციის ყოვედღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და მცირე ინფორმაცია განთავსდება ფოლკლორის ცენტრის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2753
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1392
იან 14 კვ 2024
1920
იან 07 შბ 2023
4249
ოქტ 24 ორშ 2022
3703
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები