თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ექსპედიციის დასკვნითი დღე
01 მაი 2015
 

23 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და მოწვეული სპელიასტებისაგან დაკომპლექტებული ექსპედიცია ეწვია თეთრიწყაროს. ათდღიანი ექსპედიცია კომპლექსურია და მოიცავდა ფოლკლორის ყველა დარგს: ხალხური სიმღერა-გალობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, გამოყენებითი ხელოვნება, ასევე ეთნოგრაფია-ეთნოლოგიას.

ექსპედიციის მიზანი იყო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის განხორციელება - საქართველოს რეგიონების, მხარეების, კუთხეების, ფოლკლორის შესწავლა, ჩაწერა, ცენტრის ბაზაში განთავსება და გამოცემა. ნაკლებშესწავლილი ფოლკლორული და ეთნოგრაფიული კუთხეების კვლევა და პოპულარიზაცია, ფოლკლორის ცენტრის არქივისა და ბაზის გამდიდრება. ფოლკლორის ყველა დარგის თანაბრად შესწავლა და კვლევა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაში არსებული სრულყოფილი სურათის წარმოჩენა. ეთნოფორთა, მთქმელთა, გადმომცემთა, ოსტატთა, შემსრულებელთა წახალისება.
დასკვნითი შეხვედრა შედგა  ა.ა.ი.პ.  ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა”-ის დარბაზში.სადაც მოეწყო ხეზე კვეთის ოსტატის ზაქარია გიგაურის ,მევლუდ ჩანქსელიანის მიერ შესრულებული  ხელოვნების ნიმუშების  გამოფენა დათვალიერება.ასევე წარმოდგენილი იყო ქარგვის, თექის, მინანქრის ნიმუშები.
ცენტრის სპეციალისტებმა ისაუბრეს ქართული ფოლკლორის როლსა და მნიშვნელობაზე ქართულ და მსოფლიო კულტურაში. ასევე მისი მოძიების, დაფიქსირების, შენახვისა და მოვლა-პატრონიბის აუცილებლობაზე.  მოისმინეს სახალხო მთქმელის ,ხეზე კვეთის ოსტატის-ზაქარია გიგაურის კაფიები, ხელოვანი-რობერტ მანუკოვის ლექსები და სიმღერები, პოეტი-ემზირი ამურველაშვილის ლექსები, გოგონათა  ანსამბლის  მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები და საგალობლები. შეხვედრის დასასრულს ექსპედიციის წევრებმა დაათვალიერეს თეთრიწყაროს „მხარეთმცოდნეობის მუზეუმში" წარმოდგენილი უნიკალური ექსპონატები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2827
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1174
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები