თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტი
12 მაი 2015
 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს(EBRD) შორის, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, საპროექტო ხელშეკრულება გაფორდა. დღესვე სასესხო-საგრანტო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად სახელმწიფო სესხისა და გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმანოდარ ხადურმა და EBRD–ის დირექტორმა - სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრო. საპროექტო ხელშეკრულება კი EBRD–ის რეგიონული განვითარების დირექტორმა- ბრუნო ბალვანერამ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა გააფორმეს.
პროექტი, რომლის ღირებულება 10 მლნ ევროა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული თანხიდან 3 მლნ ევრო SIDA-ს მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო 7 მლნ ევრო EBRD-ის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სესხი.
ხელშეკრულება ქვემო ქართლში ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ითვალისწინებს, რომელიც მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. ახალი ნაგავსაყრელი 2015-2018 წლებში აშენდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხურება რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები. პროექტი ასევე გულისხმობს მანქანა-დანადგარების, კონტეინერებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენას. ამასთან განხორციელდება ღონისძიებები კომპანიისა და პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2737
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1372
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები