BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე. აზერბაიჯანსა და საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ახალი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტორად შეირჩა Saipem/Azfen-ის ერთობლივი საწარმო.
SCPX პროექტის განხორციელება უზრუნველოფს საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების გაზრდას ,საქართველოს მონაკვეთზე გატარებული მეტი გაზის სატრანზიტო გადასახადით.
ასევე , SCPX პროექტი გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეროვნულ მაგისტრალურ გაზსადენში წელიწადში 0,76 მილიარდი კუბური მეტრით.
შეიქმნება მილსადენის მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მოქალაქეებისათვის დასაქმების შესაძლებლობა.
ამ პროექტის გასაცნობად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა ,რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ფირცხალაიშვილი,მოადგილეები გიორგი ქორიძე,ლია ზურებიანი,საკრებულოს თავმჯდომარე დავით სარიევი და პროექტში მომიჯნავე თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლები.პროექტის წარმდგენები იყვნენ იუგენ ფონ ბორისი BP/ SCPX სოციალური და გარემოს დაცვის საკითხების ჯგუფის უფროსი,ეკა გრიგალავა (საიჰემ-აფენი) მდგრადი განვითარების მენეჯერის მოადგილე,თეომან ალტა (საიჰემ-აფენი) პროექტის მენეჯერი.გიორგი გუგეშიძე BP საქართველოს მიწის საკითხების ოფიცერი და ნატო ჯავახიშვილი BP/ SCPX მრჩეველი სოციალურ საკითხებში.