თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით
19 აგვ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას, ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწოდა.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“, შპს „საქართველოს ტელე– რადიო ცენტრმა“, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ზემოთ ხსნებული სამინისტროს წარმომადგნელები, ადგილობრივი მოსახლეობა და მეზობელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შეგახსნებთ, რომ 2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. 
შეგახსენებთ, რომ ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და კომერციული მულტიპლექსოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო: 1480; 2 24 14 80; 2 25 14 80;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 2 99 11 49; 2 99 10 41; 2 99 10 58;

,,სტერეო +’’ 2 05 12 12;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური 2 39 95 05.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3943
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3041
იან 00
3758
ივლ 02 ოთხ 2025
6236
ივნ 27 პარ 2025
6058
აგვ 12 სამ 2025
6671
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები