თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, პოლონეთის ქალაქ ბიდგოსში გამართულ შოტოკანის მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატზე,კარატეს სპორტულ სახეობაში მიღწეული წარმატებისათვის სპორტსმენი ნიკა წიკლაური და მწვრთნელები: მინდია აფციაური და ვასილ მაღლაკელიძე დააჯილდოვა.გამგებელმა გამარჯვებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ნიკა წიკლაურს, მსოფლიო ჩემპიონატზე სამშობლოს ღირსეულად წარმოჩენისათვის სიგელი და საჩუქარი გადასცა.
სიგელები და საჩუქრები ასევე გადაეცათ მწვრთნელებს, წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის და თეთრიწყაროში კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის