თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდგომ, სოფლის მცხოვრები 60 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 56609.17 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი: 53778,71 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი: 2830,46 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის 19 აპრილს დაიწყო და ხელშეკრულებით 18 ივნისს დასრულდება.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასმელი წყლის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე სოფელ ჯორჯიაშვილში, პროექტის დასრულების შემდგომ, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და სოფლის მცხოვრები 750 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. ამ ეტაპზე, დასრულებულია ერთი ჯაბურღილის მოწყობა. პროექტის ღირებულება 115620,03 ლარს შეადგენს. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი: 109839,03 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი: 5781 ლარი. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 18 ივლისს.
სოფელ ტბისში და ჯორჯიაშვილში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ. გაესაუბრნენ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს. ბესიკ წიკლაურმა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აქცენტი გააკეთა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე, ვინაიდან აღნიშნულ დასახლებებში მოსახლეობის მთავარ პრობლემას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგება წარმოადგენდა. არსებული სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული და შესაბამისად დიდი იყო წყლის დანაკარგები. პრობლემა მწვავედ იდგა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, წყლის არასაკმარისი დებეტის გამო მოსახლეობას სასმელი წყლით სარგებლობა მიმდებარე სოფლებიდან უხდებოდა.
სიახლეები
სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები
14 ივნ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3969
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
258
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1055
აგვ 02 პარ 2024
240