თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენა
28 ივნ 2016
 

26 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა მოსახლეობას წარუდგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ისაუბრა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს. 
ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და 2016 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გამგებლის ინიციატივით შემუშავებული, სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შესაბამისად, 2016 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე. ქვეყნის და განსაკუთრებით თეთრიწყაროსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტზე - დიდგორის ველის რეაბილიტაციაზე, რომელიც ითვალისწინებს მასშტაბურ სამუშაოებს ველზე არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით. ბესიკ წიკლაურმა აქცენტი გაკეთა ადგილობრივი თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე და ისაუბრა გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობაზე და საზოგადოებას წარუდგინა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი. 
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვისას მოსახლეობასთან შეხვედრების და განხილვის პროცესში გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, გზების ინფრასტრუქტურის აღდგენა/რეაბილიტაციის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის მიზნით და სხვ. განხორციელდა 140 ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა ( მოასფალტდა 13 ქუჩა) და წყალმომარაგება (განხორციელდა არსებული სისტემის სრული რეაბილიტაცია). გასულ წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 8 სააღმზრდელო დაწესებულებას, ხოლო 2016 წელს მიმდინარეობს 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ საღერეთსა და ასურეთში, ხოლო სოფ. ბორბალოში არსებული ბაღის შენობის რეაბილიტაცია. გამგეობა აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო პროგრამების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. 
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირის მიერ მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენა იყო პირველი პრეცედენტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და მსგავსი შეხვედრები მოეწყობა პერიოდულად, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას.

ანგრიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ (PDF)

http://www.tetritskaro.gov.ge/…/2016.weli.angarishi.sajaro.…

ვრცლად იხილეთ: http://www.tetritskaro.gov.ge/…/574-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%8…

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2658
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1378
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები