1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სახალხო დღესასწაული მარაბდობა აღინიშნა. მარაბდის ბრძოლის 391 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება "ჩოხოსან რაინდთა დასი" - ს ორგანიზებით გაიმართა. ჩატარებულ ღონისძიებას მარაბდის ველზე უმასპინძლეს: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები: კახაბერ გუგეშაშვილი, ნუგზარ სალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული , აგრეთვე ადგილობრივი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1269




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































