1 ივლისს სასტუმრო „ რუმს თბილისში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) -ის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“.
ზრდასრულთა განათლება საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც დასაქმების შესაძლებლობას ზრდის; მეორე-სამოქალაქო განათლების კომპონენტი ზრდასრულთა განათლების პროცესსში და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში: მესამე-ხანმოკლე საგანმანათლებლო პროგრამები უკვე დასაქმებული პირებსათვის, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად გადამზადებას საჭიროებენ; დაბოლოს, დამსაქმებლის მიერ თავიანთი კადრების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ზრდასრული ადამიანების სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებასა და მათი დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
2 ივლისს ვერის პარკში გაიმართა ზრდასრულთა განათლების პროვაიდერთა გამოფენა-გაყიდვა, ხატვის აქცია CCA-ის სტუდენტების და გამოფენის დამთვალიერებლების მონაწილეობით, პროფესიული მომზადების მასტერკლასები თექის და ორიგამის დამზადბაში, ქსოვაში, ქარგვაში და საპარიკმახერო საქმეში ზრდასრულთა განათლების ცენტრების ტრენერების მონაწილეობით.
ფესტივალს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, DVV international საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე,
DVV international კავკასიის, თურქეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორი მათიას კლინგენბერგი.
სიახლეები
ზრდასრულთა განათლების ფესტივალი 2016
03 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2789
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
259
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1055
აგვ 02 პარ 2024
241