ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული „ციყვების პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პარკში არსებული ინფრასტრუქტურა საჭიროებდა სრულ განახლებას, მწყობრიდან იყო გამოსული განათება, ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სკამები.
პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, დამატებით მოეწყო სპორტული და საბავშვო ატრაქციონები, ასევე, სველი წერტილები, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. შეიცვალა არსებული განათება და შემოიღობა პარკის ტერიტორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფრენბურთის მოედანს, დამონტაჟდა სკამები, შემოიღობა და მოეწყო ხელოვნური საფარი. განახლდა პარკში მდებარე კალათბურთის მოედანიც (შემოიღობა და დაიგო ასფალტის საფარი).
ქალაქის ცენტრში არსებულ პარკში გაშენებულია უნიკალური მრავალწლოვანი ნარგავები, სუფთა ჰაერი კი განტვირთვის და დასვენებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. პარკი წარმოადგენს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელების, დამსვენებლების და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს. რეაბილიტაციის შემდეგ, ზაფხულის სეზონს პარკი განახლებული შეხვდა დამსვენებელს, სადაც ვიზიტორები შეძლებენ დასვენებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას.
რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2016 წლის 18 მაისს დაიწყო და დასრულდა მიმდინარე წლის 17 ივლისს, პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით 86019.57 ლარს შეადგენს.