2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების პატივსაცემად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ჯარისკაცის მემორიალთან, 8 აგვისტოს გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა.
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1269




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































