თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობა 2016
10 აგვ 2016
 

12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი აღინიშნება. 
1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში, თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. სწორედ დიდგორის გამარჯვებამ მისცა დასაბამი ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებას და გაერთიანებას, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. 
 ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს, სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას და ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობას.
როგორც გასულ წელს, დიდგორობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წელსაც მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აღინიშნება და დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. სპეციალურად შემუშავებული სცენარის მიხედვით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სახელმწიფო და ადგილობრივი ანსამბლები ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით, მოეწყობა საგამოფენო კუთხეები, გაიმართება ტრადიციული ჭიდაობა, დოღი და სხვა სახალხო შეჯიბრებები. მოხდება დაჯილდოვება, სახელმწიფო ჯილდო - დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცემათ სამხედრო პირებს გამოჩენილი მამაცობისათვის. 
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.
ღონისძიება დაიწყება 12 აგვისტოს 10 საათზე. 
გთხოვთ მობრძანდეთ!
პატივისცემით: თეთრიწყაროს თვითმმართველობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3079
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1377
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები