სოფელ სამღერეთში 40 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დასახლებაში, სადაც 385 ადგილობრივი ცხოვრობს, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს მომზადდა ბაღის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი შპს „მამკო“
მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები: 17.07.2016 -15.04. 2017.
პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით): 399507 ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტი - 379531,65 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი - 19975,35 ლარი.
სიახლეები
საბავშვო ბაღის მშენებლობა სამღერეთში
18 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 2761
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
812
სექ 04 ოთხ 2024
258
სექ 02 ორშ 2024
936
აგვ 06 სამ 2024
1187
აგვ 02 პარ 2024
1055
აგვ 02 პარ 2024
240