თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები
18 აგვ 2016
 

სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღი, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია, ემსახურება სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა, ვინაიდან მთლიანად იყო მწყობრიდან გამოსული შენობის სახურავი, კედლები, შენობაში არ არსებობდა წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემა, ხოლო არსებული ოთახები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.
საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს შემუშავდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. პროექტით გათვალიწინებულია შენობის სახურავის გადახურვა თუნუქით, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და სხვა.
ახლადრეაბილიტირებული ბაღის შენობა გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. შენობაში შექმნილი გაუმჯობესებული პირობები ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის პროცესის სრულყოფას. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 79293,60 აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75328,92 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 3964,68 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 1 ნოემბერს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3596
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3218
ივნ 27 პარ 2025
3118
აგვ 12 სამ 2025
3359
ივლ 01 ორშ 2024
6083
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    928
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1244