თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან.
09 სექ 2016
 

9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით გამგეობაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოები, აგრეთვე სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკური პრობლემების გადაჭრის და პროექტის მეორე ეტაპის (დაქსელვის) დაჩქარების საკითხები. აღნიშნული პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას გულისხმობს აპრილის თვეში დაიწყო და მიმდინარეობს, ხოლო მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია დაქსელვითი სამუშაოების განხორციელება. 
შეხვედრაზე ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა კოდის იგპ დასახლების მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების და სოფელ ჯორჯიაშვილში დაახლოებით 147-ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის საკითხზე და სოფელ ასურეთის წყალსაცავის კაშხლის რეაბილიტაციაზე, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიების წყალუზრუნველყოფას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მელიორაციის კომპანია განიხილავს აღნიშნულ პრობლემებს და მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ამასთანავე თეთრიწყაროს გამგეობის მიერ მომზადდება წინადადება სამელიორაციო კომპანიასთან, კაშხლის სარეაბილიტაციო სამუშაოების 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინების თაობაზე. 
15 მილიონი ლარის ღირებულების ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ითვალისწინებს 25 კმ მაგისტრალური არხის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემის აღდგენას, მაგისტრალური არხის „ხაიშის“ და „მარაბდის“ მასივებზე წყალგამყვანი მილსადენების რეაბილიტაციას. პროექტით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი,ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, კოდის იგპ დასახლება, მარაბდა, ქოთიში, ხაიშში არსებულ წყალგამყვან მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშოების განხორციელება. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას მოუგვარდება სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემები, აღნიშნული სოფლების 8 500 ჰა-მდე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების წყალუზრუნველყოფა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, მელიორაციის კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონიული ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ერასტი მაღრაძე, ალგეთი-ტბისის სერვისცენტრის უფროსი ნოდარ ბიჭიაშვილი, ექსპლუატაციის ცენტრის უფროსი ზურაბ ქაჯაია, ქვემო ქართლის რეგიონიული ოფისის მენეჯერი თამარ კაკულია, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3414
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები